მზადება ლეგენდების მატჩის მორიგი სერიისთვის. ამჯერად „დინამო თბილისის“ ვეტერანები ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა კლუბის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ქართულ-ნიდერლანდური დაპირისპირება დღეს „დინამო არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მატჩის დაწყებამდე გაიმართება პრესკონფერენციაც. აღსანიშნავია, რომ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი საქართველოს დედაქალაქს პირველად სტუმრობს.