მზადება კონცერტისთვის

„რა უნდა ვქნათ ანგელოზს რომ შეუყვარდეთ“, – ცნობილი ქართველი კომპოზიტორის დათო ევგენიძის საავტორო საღამო ბათუმში გაიმართება.

28 აგვისტოს, საზაფხულო თეატრის ტერიტორიაზე ევგენიძესთან ერთად კონცერტში მონაწილეობას ცნობილი ქართველი მუსიკოსები მიიღებენ. პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

დატოვე კომენტარი