მზადება წლის ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური სანახაობისა და მასშტაბური შოუსთვის. ორ დღეში ქართველი მსმენელისთვის ცნობილი რეპერი, კომპოზიტორი და პროდიუსერი, ქანიე ვესტი იმღერებს. „დინამო არენაზე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავი დედამიწის ფორმის სცენით წარდგება, ვიზუალურმა გაფორმებამ და სცენის ორიგინალურმა კონცეფციამ არაერთ ქვეყანაში საკმაოდ დიდი რეზონანსი გამიწვია.
კონცერტზე დასასწრები ყველა, ანუ 70 ათასი ბილეთი გაყიდვების დაწყებიდან ზუსტად რვა საათში გაიყიდა. ორ დღეში საქართველო და ამერიკელი მეგა ვარსკვლავის გრანდიოზული ტურნე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცევა. „დინამო არენას“ კარი ზუსტად 16:00 საათზე გაიხსნება. „სტარინგ ჯორჯია“ 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკალური მოვლენის მონაწილეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სოციალური ქსელში გავრცელებული რეკომენდაციები.