მზადება იდლიბზე შეტევისთვის

სირიის არმია გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადება.

სამთავრობო ჯარები მეამბოხეთა უკანასკნელ დასაყრდენზე, იდლიბის პროვინციაზე კონტროლის აღდგენას ცდილობენ. „ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, პირველ ავიაიერიშებს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური დამასკო ქვეყნის ტერორისტებისაგან საბოლოოდ გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს. საერთაშორისო ორგანიზაციები კი მოსალოდნელ ჰუმანიტარული კრიზისზე მიუთითებენ. ასადის რეჟიმს და მის მოკავშირეებს, რუსეთს და ირანს, აფრთხილებს აშშ-ის პრეზიდენტიც.