მზადება გრანდიოზული მუსიკალური შოუსთვის
მზადება გრანდიოზული მუსიკალური შოუსთვის – ხვალ რუსთავის ავტოდრომზე ცნობილი ამერიკელი არტისტის, მობის კონცერტი გაიმართება. მობი – იგივე რიჩარდ მარველ ჰოლი უკვე საქართველოშია. მუსიკოსი, პროდიუსერი და დიჯეი ელექტრონული და საცეკვაო მუსიკის პიონერად მიიჩნევა. არტისტი, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 20 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული, საქართველოს მსოფლიო ტურნეს Moby Live 26-ის ფარგლებში სტუმრობს.