ყველაზე გემრიელი ფესტივალის მასპინძელი ამჯერად გურია ხდება – ტრადიციული, ნაკლებად ცნობილი გურული კერძების დაგემოვნებას ვიზიტორები შეკვეთილის, მუსიკოსთა პარკში შეძლებენ. კვების სივრცის პარალელურად, ადგილზე მოწყობილი იქნება სამეწარმეო სივრცე და ღვინის ბაზარი. გემოფესტის მიზანი ქართული ტრადიციული და თანამედროვე სამზარეულოს პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერაა. გემოფესტი 2025 გურიის შემდეგ დასავლეთ საქართველოს კიდევ ორ რეგიონში ჩატარდება.