მზადება გათბობის სეზონისთვის – სპეციალისტების გაფრთხილება

21:56, 31.10.2025

საკითხი, რომელიც ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია და ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ყოველ წელს აქტიურდება.

არის თუ არა გაზის დანადგარები წესების სრული დაცვით დამონტაჟებული და რამდენად ითვალისწინებენ მოქალაქეები რეკომენდაციებს. „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს ამოწმებს. მთავარი რეკომენდაცია ღია წვის კამერიანი დანადგარების დახურულ სივრცეში განთავსებისა და მათი კუსტარულად დამონტაჟების დაუშვებლობაა. იმის მიუხედავად, რომ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა, შესაძლოა საცხოვრებელ სივრცეში მომწამვლელი აირის დაგროვებით და გამოუსწორებელი შედეგით დასრულდეს, როგორც ირკვევა, აბონენტთა ნაწილი წესებს მაინც არღვევს. განსაკუთრებით რთული ვითარება თბილისის რამდენიმე უბანში ფიქსირდება.

როგორ უნდა მოიქცეთ ლეტალური შედეგების თავიდან ასაცილებლად  – ნახეთ მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტი.

 

მსგავსი