მზადება გაფართოებული საეკლესიო კრებისთვის
მზადება გაფართოებული საეკლესიო კრებისთვის გაფართოებული საეკლესიო კრება 17 მაისამდე გაიმართება. განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა. ის თქმით, ვადები დაცული იქნება და იმ შემთხვევაში, თუ პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა არცერთს არ ექნება, მეორე ტური – იმავე დღეს გაიმართება. ხმების უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში კი, ახალი პატრიარქის ვინაობა პირველივე კენჭისყრაზე გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, 28 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა, სადაც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.