მესტიაში ფესტივალი გიზ-გიზისთვის ემზადებიან. ეწყობა კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, თავიანთი პროდუქტები წარადგინონ. პარალელურად, მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი აქტივობა, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები იზრუნებენ. ღონისძიება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სვანეთში პირველად იმართება.