მზადება „ევროვიზია 2026“-სთვის
ევროვიზიამდე რამდენიმე კვირა რჩება. 2008 წლის საბავშვო ევროვიზიის პირველი ქართველი გამარჯვებული და 2026 წელს საქართველოს წარმომადგენელი- ჯგუფი ბზიკები ვენაში გამგზავრებისთვის ემზადება. სწორედ ავსტრია უმასპინძლებს წელს ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ კონკურსს. მანამდე კი ქართველი კონკურსანტები თბილისი მოლში მაყურებელს შეხვდნენ და გამგზავრების წინ კონცერტიც გამართეს. ჯგუფი „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალში 12 მაისს იმღერებს.