საქართველო ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ბათუმში ძალოსნობის ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი იმყოფებიან, რომლებიც ინფრასტრუქტურას შეამოწმებენ და საორგანიზაციო საკითხებს გაეცნობიან. სტუმრებს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტალახაძე, ვიცე პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე დახვდნენ. ევროპის ჩემპიონატი ბათუმში, აპრილში ჩატარდება.