მზადება „ევრო 2024“-სთვის - პრემიერი ნაკრების წევრებს შეხვდა

 საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიული თამაშებისთვის ემზადება – „ევრო 2024“ იწყება. ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოასპარეზე ქვეყნის გუნდი გერმანიაში თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 18 ივნისს დორტმუნდში, გერმანიის ყველაზე დიდ ვესტფალენშტადიონზე გაიმართება. მანამდე კი გერმანიის ქალაქ ფელბერტში მოსამზადებელი ვარჯიშები დაწყებულია.

18, 22 და 26 ივნისს დაგეგმილ თამაშებს ასეულობით ქართველი გულშემატკივარი დაესწრება. დაგეგმილია ჩარტერული რეისებიც. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური 26 მარტს საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვებით მოიპოვა.