მზადება ერთა ლიგისთვის

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი შანსი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად. უეფამ ევროპის საფეხბურთო გუნდებს გათამაშების ალტერნატიული ფორმატი შესთავაზა, რომელიც წელს პირველად „ერთა ლიგის“ სახელით გაიმართება. ევროპულ საფეხბურთო ნაკრებებს, მათ შორის საქართველოს, ევროპის ჩემპიონატის საგზურისათვის ბრძოლა  შედარებით თანაბარი დონის გუნდებთან მოუწევთ.

ტურნირის ახალი ფორმატის დეტალებსა და საქართველოს ეროვნული გუნდის, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებზე გეგი კიკაბიძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.