მზადება ეროვნული გამოცდებისთვის

დაანონსებული მაღალი ტემპერატურის და საგამოცდო ცენტრებში გამაგრილებელი სისტემის არარსებობის გამო ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა.

საგამოცდო ოთახებში გაუსაძლის სიცხეს აბიტურიენტები 2005 წლის შემდეგ, ყოველ წელს აპროტესტებდნენ, თუმცა 13 წლის განმავლობაში პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. მესამე სექტორის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სიტუაცია წელსაც უცვლელი იყო. შესაბამისმა უწყებამ გამაგრილებელი სისტემების შეძენა მხოლოდ პრემიერის დღევანდელი განცხადების შემდეგ გადაწყვიტა. გამოცდების დაწყებამდე კი ორი დღე რჩება.