მზადება ეროვნული გამოცდებისთვის

ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი პროცესი აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე კვირას საგამოცდო ცენტრები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერების მონტაჟი, აგრეთვე, კომპიუტერული და ელექტრო ქსელის დასამონტაჟებლად საჭირო მასალების ტრანსპორტირება. პროცესთან დაკავშირებით, დღეს გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა. საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი იქნება ამბროლაურშიც. ჯამში 75 ათასზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული.