მზადება ეროვნული გამოცდებისთვის

წელს სტუდენტის სტატუსისთვის 41 000-მდე აბიტურიენტი იბრძოლებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისიდან დაიწყება.

წლევანდელ საგამოცდო პროგრამაში შინაარსობრივი თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები შევიდა. წლევანდელი გამოცდები იქნება ბოლო, როცა უმაღლესი სასწავლებლებში მოხვედრის მსურველებს უნარების ტესტის ჩაბარება მოუწევთ.

განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული ცვლილებებით, უნარების გამოცდა 2020 წლიდან სავალდებულო გამოცდების სიაში აღარ იქნება.