მზადება ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის
ხვალ, 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება. სამების საკათედრო ტაძარში სამზადისი უკვე დაწყებულია, ტაძარში 2000-მდე პირი მოიყრის თავს. სწორედ ამ კრებაზე უნდა აირჩიონ სინოდის წევრებმა საქართველოს რიგით 142-ე პატრიარქი. მღვდელმთავრებს არჩევანის გაკეთება სამი კანდიდატიდან ერთზე მოუწევთ:
კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო;
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
დესი ვარდოსანიძის ჩართვა სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც საკვირაო წირვა მიმდინარეობს.