მზადება ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის – ჩართვა სამებიდან
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. სამების საკათედრო ტაძარში სამზადისი უკვე დაწყებულია, ხვალ ტაძარში 2000-მდე დელეგატი მოიყრის თავს. სწორედ ამ კრებაზე უნდა აირჩიონ სინოდის წევრებმა საქართველოს რიგით 142-ე პატრიარქი. მღვდელმთავრებს არჩევანის გაკეთება სამი კანდიდატიდან ერთზე მოუწევთ: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ცოტა ხნის წინ, სამებაში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა მეუფე შიომ, რომელმაც ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა.
დესი ვარდოსანიძის ჩართვა სამებიდან #მოამბე