მზადება დიალოგის მეხუთე რაუნდისთვის

მმართველი გუნდი და ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებათა მაგიდასთან სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დასხდებიან.

დიალოგის მეხუთე რაუნდი დიდი ალბათობით დაძაბული იქნება, რადგან არცერთი მხარე პოზიციების შეცვლას არ აპირებს. „ქართული ოცნება“ ე. წ. 50-100-ზე წინადადებას კომპრომისულ ვარიანტად აცხადებს და ოპოზიციის პასუხს ელოდება. შეთავაზება კატეგორიულად მიუღებელია ოპონენტებისთვის, რომლებიც საპროტესტო აქციების განახლებით იმუქრებიან.

საქართველოს პირველი არხის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, საარჩევნო სისტემის გარშემო პოლიტიკური დავა კიდევ უფრო გაამწვავა.