მზადება დიალოგის მეხუთე რაუნდისთვის

სადავო საარჩევნო სისტემა და განხილვის შემდეგი რაუნდი – როდის მიუსხდებიან მხარეები მოლაპარაკების მაგიდას, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

ოპოზიცია შეხვედრაზე ახალი წინადადებით აპირებს მისვლას. ინიციატივა გერმანული მოდელისგან განსხვავებული იქნება, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

კონსულტაციებზე შეკრებას სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები მომავალ კვირაში გეგმავენ. უფრო მეტი ინფორმაცია მათ ახალ პროექტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. მმართველი გუნდის შეთავაზება კი, არ შეიცვლება. ინიციატივა, რომელიც 50/100-ზე პრინციპს გულისხმობს, ისევ ძალაშია. თუმცა ეს მოდელი „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის მიუღებელია.