საერთაშორისო პარტნიორებისგან დიალოგისკენ მოწოდებების ფონზე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის თარიღი გაურკვეველია. მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდის წინ ორივე მხარის ტონი სულ უფრო მწვავდება. ხელისუფლება საპარლამენტო მანდატების 100/50-ზე პრინციპით გადანაწილების შეთავაზებას ძალაში ტოვებს და კომპრომისულ ვარიანტს ახლა ოპონენტებისგან ელოდება. სხვა შემთხვევაში „ქართული ოცნება“ არჩევნების არსებული სისტემით ჩატარებას აანონსებს. როგორც ირკვევა, ე. წ. გერმანული მოდელის გარდა მმართველი პარტიისთვის სხვა წინადადების შეთავაზებას არ აპირებს ოპოზიცია, რომელიც პარალელურად კიდევ ერთ გეგმაზე იწყებს მუშაობას.