მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის რუსთავში

რუსთავში 26 მაისს ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით მოეწყობა. რუსთავის თავისუფლების მოედანზე საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ერთ-ერთ პავილიონში 2025 წლის რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი ექსპონატების ასლები იქნება წარმოდგენილი. დაგეგმილია ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასი, ასევე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.