მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის გურიაში

15:17, 25.05.2026

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში ღონისძიებები განათლების სამინისტროს ორგანიზებით ეწყობა. ცენტრალურ მოედანზე 11:00 საათიდან შეუძლია ადგილობრივებს და ვიზიტორებს მისვლა.

ძირითადი აქცენტი ინტერაქციულ აქტივობებსა და სამეცნიერო ექსპერიმენტებზე კეთდება. ინოვაციების სივრცეში დამთვალიერებლები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, რობოტიკას, კიბერუსაფრთხოების მიმართულებებსა და ხელოვნური ინტელექტის პროექტებს. პატარებისთვის მოეწყობა გასართობი სივრცეები – საბავშვო არქეოლოგიური ზონა, სახალისო მეცნიერების აქტივობები, სპორტული თამაშები და წარმოდგენები.

მსგავსი