ფოთი 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს უერთდება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აორგანიზებენ ღონისძიებებს. მოქალაქეებს შესთავაზებენ შემეცნებით და გასართობ პროგრამებს. წარმოდგენილი იქნება სპეციალური ფოტოზონა, აფრიანი ნავები, შუქურები და საქართველოს საზღვაო რუკები. ასევე სამხედრო ტექნიკაც. გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა.
დაგეგმილია საზღვაო აკადემიის წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოებაც.