ეროვნული ჰიმნი, სამხედრო ფიცი და გასროლა ქვემეხებიდან – საქართველო ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება.
სამ დღეში 26 მაისია – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. კულტურული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ისტორიული თარიღის ამსახველი საარქივო დოკუმენტები, პუბლიკაციები, ფოტო და ვიდეო მასალა. დაგეგმილი ღონისძიებების ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი ბუნებრივია წელსაც წვევამდელების სამხედრო ფიცი იქნება. ცერემონია თბილისთან ერთად ხუთ ისტორიულ რეგიონში გაიმართება.