საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება გრძელდება. თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში სცენისა და დეკორაციების მონტაჟი მიმდინარეობს, 26 მაისს სწორედ აქ დადებენ სამხედრო ფიცს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტები და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. დედაქალაქის გარდა, წვევამდელები ფიცს დადებენ ქვეყნის მასშტაბით კიდევ 12 ისტორიულ ადგილზე. სხვადასხვა ღონისძიებით იქნება დატვირთული ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, სადაც დაგეგმილია საბავშვო და სპორტული აქტივობები. ასევე გამოფენა-გაყიდვები. დღის ბოლოს კი, 26 მაისისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართება. სამზადისი თბილისსა და რეგიონებში – ცარო კირვალიძის რეპორტაჟში.