მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე საზეიმო ბანერები განთავსდა. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებების დასაგეგმად სამუშაოები გრძელდება. 26 მაისს დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია მოეწყობა. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ადგილზე რეპეტიცია უკვე გაიარეს. მიმდინარეობს სცენის მოწყობის სამუშაოებიც.
ფიცის დადება, თბილისის გარდა, ქვეყნის მასშტაბით კიდევ 12 ადგილზე მოხდება. სხვადასხვა ქალაქში წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. დაგეგმილია საბავშვო გასართბ-სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები. დღის ბოლოს კი თბილისში, ორბელიანის მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება.