მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის

26 მაისისთვის მზადება გრძელდება. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თავისუფლების მოედანზე წვევამდელები ფიცს დადებენ. ფიცის დადება თბილისის გარდა, ქვეყნის მასშტაბით კიდევ 12 ისტორიული მნიშვნელობის ადგილზე მოხდება. სხვადასხვა ქალაქში წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. დაგეგმილია არაერთი ღონისძიება – საბავშვო, გასართობი, სპორტული და შემეცნებითი. დღის ბოლოს კი თბილისში ორბელიანის მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება.