მზადება ბერლინის ტურისტული გამოფენისთვის

საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო სტატუსი.

ხუთი დღე რჩება მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ტურისტული გამოფენის გახსნამდე, რომლის მასპინძელი წელს ჩვენი ქვეყანაა. გერმანიის დედაქალაქში 6 მარტიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის სექტორში მოქმედი 10 000-მდე კომპანია მოიყრის თავს, გამოფენას ათი ათასობით სტუმარი ეყოლება. აეროპორტიდან გამოფენის ადგილამდე ვიზიტორები საქართველოს ხედებით და კულინარიით ბრენდირებულ ბანერებს დაათვალიერებენ. უშუალოდ გამოფენაზე კი ჩვენს ქვეყანას მთავარი ქვეყნის პავილიონს გამოუყოფენ, სადაც 80-მდე ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი. დაგეგმილია საქართველოს სახელით გალა-მიღება, სადაც სტუმრები ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს და ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან, დააგემოვნებენ ქართულ ცნობილ კერძებსაც.