მზადება ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენისთვის

მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ გამოფენამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

აითიბი ბერლინზე“, სადაც ოთხ დღეში 180 ქვეყნის 2500- მდე მაღალი რანგის სტუმარი შეიკრიბება, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. პრესტიჟული ღონისძიებისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. გამოფენაზე მისულ სტუმრებს საქართველოს ვირტუალური ტური ელოდებათ, სადაც ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და ღირსშესანიშნაობები იქნება ნაჩვენები. თითქმის 1000 კვადრატული მეტრის სტენდზე, რომელიც გამოფენის ფარგლებში სწორედ საქართველოს ეთმობა. წარმოდგენილი იქნება 80-მდე ქართული კომპანიის სხვადასხვა პროდუქტი. დაგეგმილი მასშტაბური კონცერტიც.

აითიბი ბერლინი“ კიდევ ერთი შესაძლებლობაა, საქართველომ მეტი ტურისტი მოიზიდოს და სექტორის პოტენციალით უცხოური ბიზნესი დააინტერესოს.