მზადება არჩევნებისთვის

15:10, 11.08.2025
როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო სამზადისი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე. არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია 17-მა პარტიამ გაიარა. ორმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ დაკარგეს საარჩევნო ნომრები, რადგან ცესკო-ს განცხადებით, ნომრების შენარჩუნებისთვის საარჩევნო რეგისტრაცია არ გაიარეს.
რაც შეეხება „ლელოსა“ და გახარიას პარტიებს, ისინი ამ დრომდე მსჯელობენ მერობის საერთო კანდიდატზე და აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მათ მიერ არჩეული ბრძოლის გზაა. მმართველი პარტია კი, რომელმაც დაასახელა თბილის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, დღეს რეგიონების მერობის კანდიდატების წარდგენას გეგმავს და საკუთარ უპირატესობასა და გამარჯვებაში დარწმუნებულია.

მსგავსი