მზადება არჩევნებისთვის

მზადება არჩევნებისთვის და პოლიტიკური ჯგუფების გეგმები. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსები აქვთ, ეს პროგნოზი კი მათივე განმარტებით, არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებებსა და სტაბილურობას, არამედ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებსაც ემყარება. სანამ მმართველი გუნდის ოპონენტების ერთი ნაწილი საარჩევნოდ გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს, მეორე ნაწილი „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებასა და ახალი ძალის ფორმირებას აანონსებს. შეიქმნება თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე ალტერნატიური გაერთიანება, ამ ეტაპზე ისევ უცნობია.