მზადება არჩევნებისთვის

გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე, ბიისის ახალგაზრდულ ბანაკში, დასკვნით ღონისძიებას დაესწრო. სოფელ ბიისში,  „საზაფხულო ტურისტულ – გამაჯანსაღებელმა ბანაკმა“  13-დან 18 წლის ჩათვლით, 420 ახალგაზრდას უმასპინძლა. ბანაკის მონაწილეები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას სწავლობდნენ. მოეწყო ლაშქრობები, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „ტონ-თიოს“ თანამშრომლობით განხორციელდა.