მზადება არჩევნებისთვის

მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის გრძელდება. „ლელომ“ და გახარიას გუნდმა თბილისის მერობის ერთობლივ კანდიდატად ირაკლი კუპრაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად – გიორგი შარაშიძე წარადგინა. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ისევ ბოიკოტის რეჟიმშია და არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიებს აკრიტიკებს. ისინი 4 ოქტომბერს აქციისთვის ემზადებიან. მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კი ისევ კახა კალაძეა. „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია.