მზადება არჩევნებისთვის

„ლელო“ და გახარიას გუნდი თბილისის მერობის ერთობლივ კანდიდატს სავარაუდოდ დღეს დაასახელებენ.

ვინ იქნება ის, ჯერ უცნობია. ვრცელდება სხვადასხვა ვერსია, მათ შორის ალეკო ელისაშვილი, გიორგი შარაშიძე და მერაბ სეფაშვილი. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ისევ ბოიკოტის რეჟიმშია და 4 ოქტომბერს აქციისთვის ემზადება. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნებშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს.