მზადება არჩევნებისთვის
როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო სამზადისი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე – არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია 17-მა პარტიამ გაიარა. კვლავ უცნობია „ლელოსა“ და გახარიას პარტიების მერობის საერთო კანდიდატის ვინაობა, პარტიებში აცხადებენ, რომ მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს.
პარალელურად, 4 ოქტომბერს აქციას აანონსებს და მშვიდობიან დამხობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“. „4 ოქტომბერს მოვდივარ აქციაზე რომ გავიმარჯვო და მშვიდობიანად დავამხო ივანიშვილის რეჟიმი! დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი!“ – ამ შინაარსის განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ლევან ხაბეიშვილმა და მოქალაქეებს გამოკითხვაში მონაწილეობისკენ და აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. თინა ბოკუჩავას განცხადებით კი, არაძალადობრივი რევოლუცია, ფილიპინებიდან პოლონეთამდე, ყოველთვის დაფუძნებული იყო საზოგადოების კონსოლიდაციაზე და სწორედ ერთიანობის შედეგად ემხობა ავტორიტარული რეჟიმი.