მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის - კონსულტაციები "ქართულ ოცნებაში"

მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის. მე-4 დღეა, პარტია “ქართული ოცნების” ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს. მმართველ გუნდში სამოქმედო გეგმის დეტალებს აზუსტებენ. უკვე გარკვეულია, რომ შეიქმნა სპეციალური შტაბი, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, თბილისის შტაბს კი კახა კალაძე უწევს კოორდინირებას.

პროცესში ჩართულები არიან მაჟორიტარებიც, რომლებიც მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს ორშაბათიდან დაიწყებენ.