მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის

მეორე ტურის წინ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთბრალდებების შინაარსი კვლავ მწვავეა, თუმცა, პირველისგან განსხვავებით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციამ სტრატეგია შეცვალა – მანამდე რეფერენდუმად წოდებული არჩევნები, კვლავ თვითმმართველობის არჩევნებად ტრანსფორმირდა, საარჩევნო კამპანიაც მუნიციპალურ თემებზეა.

რა დატვირთვა აქვს არჩევნებამდე კოალიციის შექმნას და როგორ აპირებს ოპოზიცია წარმატების მიღწევას, ამ თემაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პასუხებს მოვისმენთ – თამარ ჩარკვიანი, ნუგზარ წიკლაური და ნინო ბურჯანაძე იქნებიან „აქტუალური შაბათის“ სტუმრები, მანამდე კი ჩვენი ჟურნალისტის, თამარ წიკლაურის რეპორტაჟი, რომელმაც დღეს პოლიტიკოსების შეფასებები მოისმინა.