მზადება აქციისთვის

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობისთვის ემზადებიან.

აქციის მონაწილეები პროტესტის მეათე დღეს მარშის გამართვას აპირებენ. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები, „თავისუფლების მარშის“ სახელით, თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან. დემონსტრანტები ამჯერად ამ ფორმით, თავიან მოთხოვნას კიდევ ერთხელ გაახმოვანებენ და შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებენ, დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

გიორგი კობერიძე მუშაობს ადგილზე.