მზადება აქციისთვის

თბილისში დაგეგმილი თავისუფლების  მარშში მონაწილეობის მისაღებად, პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ქუთაისიდან ორგანიზებულად არ გაემგზავრებიან. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის, ამირან ძოწენიძის თქმით, პარტიის წევრები და მხარდამჭერები საკუთარი სურვილით წავლენ დედაქალაქში. ასევე არაორგანიზებულად მიდიან დედაქალაქში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯომარის მოადგილის გიგა შუშანიას თქმით, ის უკვე დედაქალაქშია, მისივე ინფორმაციით, თავისუფლების მარშში მონაწილეობის მისაღებად პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესიკ ბრეგაძეც გაემგზავრა.