მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

ცესკო-ს განკარგულების თანახმად, 14 ოპოზიციური პარტია საარჩევნო მარათონში ოფიციალურად ჩაერთო, სამი კი რეგისტრაციის მოლოდინშია. თუმცა ამ დრომდე მერობის კანდიდატი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს დასახელებული. არჩევნებში მმართველი გუნდის სახელით მესამე ვადით კახა კალაძე იბრძოლებს. „ლელოსა“ და „გახარია საქართველოში“ კი ჯერ ისევ კონსულტაციები გრძელდება. კანდიდატების შესარჩევად შიდა პრაიმერიზს ატარებენ პარტია „გირჩში“. არჩევნებამდე ორი თვით ადრე პარტიები საკუთარ და კონკურენტების შანსებს მედიასთან კიდევ ერთხელ აფასებენ.