მზადება 26 მაისისთვის თელავში
26 მაისის აღსანიშნად ემზადებიან თელავშიც. რამდენიმე საათით ქალაქის ცენტრალური მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება. ადგილზე ეწყობა თემატური პავილიონები და დეკორაციები. ღონისძიებები ხვალ 12 საათიდან დაიწყება და მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება. ტრადიციულად, წელსაც, ერეკლე მეორის გამზირზე გამოიფინება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები საკუთარ პროდუქციას გამოფენენ.