მზადება 26 მაისისთვის თბილისში

18:14, 25.05.2026

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება გრძელდება. თავისუფლების მოედანზე დილიდან სამხედრო ქვედანაყოფებმა გენერალური რეპეტიციას გაიარეს. ხვალ წვევამდელები სამხედრო ფიცს დადებენ თბილისსა და კიდევ 12 რეგიონში. გამოიფინება სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. სცენის და დეკორაციების მონტაჟი უკვე დასრულებულია. პარლამენტიდან თავისუფლების მოედნამდე და ასევე ორბელიანების მოედანი გადაკეტილია და შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა. დღის მანძილზე დაგეგმილია გამოფენები, სპორტული და შემეცნებით გასართობი აქტივობები. საღამოს კი გალა კონცერტი გაიმართება.

მსგავსი