მზადება 26 მაისისთვის მცხეთაში
26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან მცხეთაში.
საზეიმო პროგრამა საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღს უკავშირდება. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ სტენდებს წარმოადგენს სადაც აქცენტს ადამიანებზე ზრუნვასა და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე იქნება გაკეთებული. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინსტრუქტორები ჩაატარებენ სპეციალურ სწავლებებს პირველადი დახმარების მიმართულებით. გამოიფინება სასწრაფო დახმარების სპეცტექნიკა. ინტერაქტიულ კარავში ბავშვები სამედიცინო ფორმების მორგებას შეძლებენ. დღე კი მუსიკალური კონცერტით დასრულდება.