მზადება 26 მაისისთვის გორში

18:14, 25.05.2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გორში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება სხვადსხვა სახის საგამოფენო სივრცე. დაგეგმილია საბავშვო, შემეცნებითი, საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების თემატიკით აქტივობები. მოეწყობა სიმბოლური საპასპორტო კონტროლის, კვების და ტკბილეულის სივრცეები; 17:10 საათზე კი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული მნიშვნელობის დროს გორის ქალთა კამერული გუნდი შეასრულებს სახელმწიფო ჰიმნს.

მსგავსი