მზადება 26 მაისისთვის ქუთაისში

12:12, 25.05.2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქუთაისში ღონისძიებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო გამართავს. სამხედრო შეიარაღება და ტექნიკა ფალიაშვილის ქუჩაზე გამოიფინება. საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლს ყვავილებით შეამკობენ. ცენტრალურ მოედანსა და ბულვარში საბავშვო და სპორტული აქტივობები ჩატარდება, საქართველოს ჰიმნს ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი შეასრულებს. საღამოს კი გალა კონცერტია დაგეგმილი.

მსგავსი