მზადება 26 მაისისთვის 

18:03, 21.05.2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება გრძელდება. თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია დილიდან გაიმართა. ადგილზე თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. დედაქალაქის გარდა, წვევამდელები ფიცს დადებენ, ქვეყნის მასშტაბით კიდევ 12 ისტორიულ ადგილზე. ფიცის დადების შემდეგ თავისუფლების მოედანზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნება დაათვალიერონ თავდაცვის ძალების კუთვნილი ტექნიკა და შეიარაღება. გარდა ამისა მთელი დღის მანძილზე ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე დაგეგმილია სხვადსხვა ღონიძიებები, საბავშვო და სპორტული აქტივობები. ასევე  გამოფენა გაყიდვები. დღის ბოლოს კი 26 მაისისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართება.

მსგავსი