მზადება 26 მაისისთვის

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება გრძელდება. „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“ – სწორედ ამ თემატიკით აღნიშნავს წელს საქართველო მნიშვნელოვან თარიღს. 26 მაისს წვევამდელები ფიცს დადებენ ერთდროულად თბილისსა და საქართველოს კიდევ ხუთ ქალაქში. ცერემონია დილის 10 საათზე დაიწყება. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქისა და რეგიონების ცენტრალურ მოედნებზე მოეწყობა სხვადასხვა საგამოფენო სივრცე. წარმოდგენილი იქნება ქართულ კულტურასთან დაკავშირებული პავილიონები, დღის ბოლოს კი გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება.