მზადება 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევისთვის
სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებული საეკლესიო კრებისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს. კრებას 2000-მდე დელეგატი დაესწრება. სამი კანდიდატიდან რომელი გახდება საქართველოს რიგით 142-ე პატრიარქი, ეს ხვალ, 11 მაისს გახდება ცნობილი. კანდიდატთა სია კი ასე გამოიყურება: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. წმინდა სინოდი 39 წევრისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ კანდიდატების შერჩევისას, 28 აპრილის სხდომაზე, უმრავლესობამ მხარი მეუფე შიოს დაუჭირა. მან 20 ხმა მიიღო. მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა კი 7-7 ხმა მიიღეს. როგორ გაიარეს საეკლესიო გზა პატრიარქობის კანდიდატებმა და აკმაყოფილებენ თუ არა ისინი მართვა-გამგეობის დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს – მაკა ლაშხიას ჩართვა #მოამბე