მყარი ნარჩენების მართვა
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა იალღუჯის ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების ისტორიული სამარხის მიმდინარე მდგომარეობა შეაფასა და ობიექტის შემდგომი მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა. ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი.